გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

შოთი არველაძე ლოკომოტივში – რა როლი ექნება ქართველ ლეგენდას

გააზიარეთ

მართალია, შოთი არველაძე ბოლო დროს სამწვრთნელო კარიერით აღარაა დაკავებული, თუმცა ის ფეხბურთთან კავშირს არ წყვეტს და ამჯერად საქართველოში დაიწყებს მუშაობას.

როგორც თბილისის ლოკომოტივის ოფიციალური გვერდი იტყობინება, ქართველი ლეგენდა კლუბის მენეჯმენტის წევრი გახდება.

თბილისური გუნდის ოფიციალურ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2025 წლის სეზონის მეორე ნახევარს საფეხბურთო კლუბი „ლოკომიტივი“ მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხვდება. კლუბში მფლობელობა და მენეჯმენტი ერთმანეთისგან გაიმიჯნა.

ჩამოყალიბდა ბორდი, რომლის წევრთა შორის შოთა არველაძეც იქნება – ქართველი ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც თავისი მდიდარი საფეხბურთო და სამენეჯერო საერთაშორისო გამოცდილებით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროცესებში”, –  წერია კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ამ საკითხთან დაკავშირებით ლოკომოტივმა 18 ივნისს, 14:00 საათზე პრესკონფერენცია ჩაატარა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი