გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მექვაბიშვილი ბელგიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში? – მოლაპარაკებები დაიწყო

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი შესაძლოა ბელგიის ჩემპიონატის ერთ-ერთ წამყვან გუნდში აღმოჩნდეს.

როგორც Digi Sports იტყობინება, უნივერსტიტეტ კრაიოვას ნახევარმცველის გადაბირება ლიეჟის სტანდარტს სურს, რომელიც დიდი ისტორიის მქონე პრესტიჟული გუნდია – მათ ანგარიშზე ბელგიის 10-გზის ჩემპიონობაა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუმინულ და ბელგიურ კლუბებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია, თავის მხრივ, სტანდარტს ფეხბურთელის აგენტთან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა და მოლაპარაკებები მასთანაც დაიწყო.

გეტყვით იმასაც, რომ გასულ ზაფხულს მექვაბიშვილის გადაბირება იტალიის ჩემპიონატიდან სურდათ, თუმცა უშედეგოდ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ლეგიონერები