გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ჩემპიონთა ლიგას ახალი რეკორდსმენი ჰყავს

გააზიარეთ

15 წლის მაქს დოუმენმა ჩემპიონთა ლიგის ისტორია დაწერა. არსენალის გარემარბი პრაღის სლავიასთან მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა, რითიც ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. მისი დებიუტი 15 წლისა და 308 დღის ასაკში შედგა.

დოუმენმა ჩემპიონთა ლიგაში ყოფილი დორტმუნდელის, იუსუფა მუკოკოს რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც დებიუტი 16 წლისა და 18 დღის ასაკში ჰქონდა. გეტყვით, რომ მესამე ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ლამინ იამალია – 16 წლისა და 68 დღის.

დოუმენმა ლიგაში რეკორდსმენი კი არის, მაგრამ პრემიერლიგაშია მეორე. ნიჭიერმა ტალანტმა არსენალის მაისურით პრემიერლიგასა და ინგლისის ლიგის თასზე ორ-ორჯერ ითამაშა. პრემიერლიგაში დებიუტი 23 აგვისტოს, ლიდს იუნაიტედთან 15 წლისა და 235 დღის ასაკში ჰქონდა, რაც მცირედით ჩამორჩება 2022 წლის სექტემბერში, ბრენტფორდთან ასევე არსენალის მაისურით ნათამაშებ ეთან ნვანერის, ვინც 15 წლისა და 181 დღის იყო.

გეტყვით რომ, არსენალმა სლავია სტუმრად 3:0 დაამარცხა.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები