გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა ბილბაოს წინააღმდეგ?

გააზიარეთ

ლივერპულმა მორიგ ამხანაგურ შეხვედრაში ენფილდზე ბილბაოს ატლეტიკს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა.

შეხვედრაში კვლავ მიიღო მონაწილეობა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც ინგლისური კლუბის მაისურით უკვე მეოთხე შეხვედრა ჩაატარა. 23 წლის მეკარე მოედანზე სრული 90 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

სტატისტიკური მონაცემებით, მამარდაშვილმა ბურთს სულ 35-ჯერ შეეხო, ერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი გაშვებულ გოლს და 25 გადაცემიდან 20 ზუსტად გააკეთა, რაც 80%-იან სიზუსტეს შეადგენს.

თამაშის შემდეგ გიორგი ოდნავ განსხვავებული შეფასებებით შეაფასეს: Sofascore-მ მას 6.8 ქულა მიანიჭა, ხოლო Flashscore-ს შეფასებით 6.3.

ლივერპული სეზონის წინ კიდევ ერთ მნიშვნელოვანი მატჩს ჩაატარებს – 10 აგვისტოს, კვირას, არნე სლოტის გაწვრთნილი გუნდი სუპერთასზე კრისტალ პალასს დაუპირისპირდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები