გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბექა ბურჯანაძე – არაჩვეულებრივ და რაც მთავარია საბრძოლო განწყობაზე ვართ

გააზიარეთ

ეჭვგარეშეა, რომ ლატვიის ქალაქ იურმალაში მიმდინარე მოსამზადებელი ეტაპი საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო გუნდს ევრობასკეტისთვის სასიკეთოდ წაადგება. ეს თავად კალათბურთელების კომენტარებიდანაც ჩანს, სადაც ბიჭები იდეალურ პირობებზე საუბრობენ და ვარჯიშებიც გეგმაზომიერია.

შეკრების დადებით მხარეებსა და მოახლოებულ სატესტო მატჩებზე ამახვილებს ყურადღებას გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი ბექა ბურჯანაძეც:

„აქ რამდენიმე დღეა ვიმყოფებით და მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. უკვე მეხუთე ვარჯიში გავმართეთ და არაჩვეულებრივ განწყობაზე ვართ. ზედმიწევნით ვაქცევთ ყურადღებას ყველა იმ დეტალს, რომლებიც შემდეგ დაცვასა თუ შეტევაში უნდა გამოვიყენოთ.

ამხანაგური თამაშებიც მოახლოვდა, რაც უსათუოდ წაგვადგება, რათა პირველ რიგში ჩვენი სუსტი მხარეები დავინახოთ და ევრობასკეტამდე მის აღმოსაფხვრელად ვიზრუნოთ. უმთავრესი ამოცანაა 28 აგვისტოს და ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ“ – ამბობს ბექა ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, ევრობასკეტზე ჩვენი კალათბურთელები პირველ მატჩს ლიმასოლში 28 აგვისტოს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი