გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

“ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა” – BBC ლუკა ხარატიშვილზე

გააზიარეთ

დინამო ბათუმის მეკარე, ლუკა ხარატიშვილი ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე შეტანილი შთამბეჭდავი წვლილისთვის პრესტიჟული გამოცემის, BBC Sport-ის მიერ გამოჩენილი მოთამაშეების სიაში შეიყვანეს.

სლოვაკეთში გამართულ U21 ევრო 2025-ზე, გავლენიანი ბრიტანული მედიის ჟურნალისტმა ბენ რამსდეილმა ტურნირის ხუთი გამორჩეული ფეხბურთელი გამოარჩია, რომლებმაც შთამბეჭდავი თამაშით თავი საერთაშორისო დონეზე დაამახსოვრეს. სიაში ქართველ მეკარესთან ერთად მოხვდნენ გერმანელი ნიკ ვოლტემადე, ინგლისელი ჩარლი ქრესველი, პორტუგალიელი ჯოვანი კენდა და ფრანგი ჯაუი სისე.

BBC-ის შეფასებით:

“ამბობენ, რომ მეკარეობა შეიძლება მარტოსულობაა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ლუკა ხარატიშვილი სულაც არ იყო მარტოსული. მას ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა. 22 წლის ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში, დინამო ბათუმში თამაშობს, ტურნირის განმავლობაში თავისი ნაკრების გამორჩეული მოთამაშე იყო.

მიუხედავად იმისა, რომ სამ თამაშში 8 გოლი გაუშვა, საქართველოსთვის შეიძლებოდა ყველაფერი გაცილებით უარესად ყოფილიყო, რომ არა მათი პირველი ნომრის რამდენიმე შესანიშნავი სეივი. მან მხოლოდ საფრანგეთთან 2:3 წაგებულ მატჩში 6 დარტყმა მოიგერია, მათ შორის ერთი, ტურნირის საუკეთესო სეივებში მოხვდებოდა. ასევე, ბრწყინვალე მოგერიება შეასრულა ჯგუფური ეტაპის პირველი თამაშის ბოლო წუთზე, რითაც საქართველოს პოლონეთთან გამარჯვება მოუტანა (2:1).”

როგორც BBC აღნიშნავს, ხარატიშვილისთვის ეს ჩემპიონატი შესაძლოა კარიერული აღმასვლის დასაწყისი გახდეს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ფეხბურთი