გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მამარდაშვილის ლივერპულში დებიუტის თარიღი ცნობილია

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ოფიციალურად გახდა ლივერპულის წევრი. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერზე საუბარი ჯერ კიდევ 2024 წლის აგვისტოში დაიწყო, შეთანხმებას საბოლოო სახე სწორედ 1 ივლისს მიეცა – გიორგი ინგლისის მოქმედი ჩემპიონს შეუერთდა.

როგორც Liverpool.com წერს:

“24 წლის მამარდაშვილი მიმდინარე ზაფხულში ‘ლივერპულის’ მეექვსე ახალწვეულია, ამასთან, რიგით მესამე მეკარე, ვინც მერსისაიდულ კლუბს ამ ფანჯარაში შეუერთდა. მისი მთავარი მიზანი ალისონ ბეკერთან კონკურენციაში ჩართვა იქნება, რათა ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოიპოვოს. ქართველი გოლკიპერის ტრანსფერი ჯერ კიდევ 2024 წლის 27 აგვისტოს გახდა ცნობილი და პრაქტიკულად, არნე სლოტის პირველი შენაძენიც იყო, თუმცა ენფილდზე გადასვლა 10 თვით გადაიდო – მამარდაშვილმა სეზონი იჯარით ვალენსიაში დაასრულა”.

მამარდაშვილს ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრა მომავალ კვირას ელის. ლივერპული 2025/26 წლების სეზონისთვის მზადებას 7 ივლისს დაიწყებს Kirkby-ის საწვრთნელ ბაზაზე. სავარაუდოდ, გუნდს მაშინვე პრაქტიკულად სრული შემადგენლობა შეუერთდება.

ამ ეტაპზე მამარდაშვილი გუნდში ალისონის შემცვლელად განიხილება.

“ამ ეტაპზე მამარდაშვილი ალისონის შემცვლელად მოიაზრება, თუმცა იდეაში მას კლუბში გრძელვადიან მომავალს უწინასწარმეტყველებენ. საუბარია დაახლოებით 10 წელზე, რაზეც თავად ქართველ მეკარესაც უსაუბრია. სავარაუდოა, რომ ლივერპულის გულშემატკივრები მამარდაშვილს პირველად 13 ივლისს იხილავენ, როცა გუნდი პრესტონთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს”, – წერს Liverpool.com.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ლივერპულმა ვალენსიასგან 35 მილიონ ევროდ შეიძინა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები