გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

წილი ნაყარია – პსჟ მონაკოზე გავიდა

გააზიარეთ

ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის წილისყრა გაიმართა. დაწყვილდა 16 გუნდი, რომელთა შორის რვა გამარჯვებულს კიდევ რვა გუნდი ელოდება.

ძირითადი ეტაპის რვა საუკეთესო გუნდი მერვედფინალში პირდაპირ გავიდა, მეცხრედან ოცდამეოთზე ადგილებზე მუოფი გუნდები კი, კიდევ მერვედფინალისტს გაარკვევენ.

„ბებერი კონტინენტის“ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს სამი ქართველი შემორჩა: ხვიჩა კვარაცხელია (პარი სენ-ჟერმენი), გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული) და გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი). აქედან ფლეი ოფში მხოლოდ პსჟ არის, ლივეროული და სპორტინგი კი, მეტოქეებს ელოდებიან.

წილისყრის შედეგები ასეთია:

ფლეი ოფი

მონაკო-პსჟ; ბენფიკა-რეალი; ყარაბაღი-ნიუკასლი; ბოდო გლიმტი-ინტერი; გალათასარაი-იუვენტუსი; დორტმუნდი-ატალანტა; ბრიუგე-ატლეტიკო; ოლიმპიაკოსი-ლევერკუზენი;

პირველი მატჩები 17/18 თებერვალს გაიმართება, საპასუხო – 24/25 თებერვალს.

მერვედფინალი

მონაკო/პსჟ-ბარსელონა ან ჩელსი; ყარაბაღი/ნიუკასლი-ბარსელონა ან ჩელსი; ბრიუგე/ატლეტიკო-ლივერული ან ტოტენჰემი; გალათასარაი/იუვენტუსი-ლივერული ან ტოტენჰემი; ბოდო გლიმტი/ინტერი-სპორტინგი ან მანჩესტერ სიტი; ბენფიკა/რეალი-სპორტინგი ან მანჩესტერ სიტი; დორტმუნდი/ატალანტა-არსენალი ან ბაიერნი; ოლიმპიაკოსი/ლევერკუზენი-არსენალი ან ბაიერნი.

მერვედფინალები 10/11 და 17/18 მარტს არის ჩანიშნული.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები