გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

წიტაიშვილი: “აქ გადმოსვლამდე მიქაუტაძეს ვესაუბრე”

გააზიარეთ

კიევის დინამოს საკუთრებაში მყოფმა გიორგი წიტაიშვილმა ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება ლიგა 1-ში ახლად აღზევებულ მეცთან გააფორმა.

დღეს ქართველი ფეხბურთელის ოფიციალური წარდგენა შედგა, წიტაიშვილმა კი კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან მცირე კომენტარი გააკეთა:

“ძალიან მიხარია, რომ ამ შესანიშნავ გუნდს შევეურთდი. ქართველებს მეცთან კარგი მოგონებები გვაქვს, აქ გადმოსვლამდე გიორგი მიქაუტაძეს ვესაუბრე და მან მეცზე მხოლოდ დადებითი მითხრა, ამიტომ გადაწყვეტილება დიდად არ გამჭირვებია.

მინდა, მეცს ლიგა 1-ში დარჩენაში დავეხმარო ჩემი შესაძლებლობებით. აქ გამარჯვებისთვის ვარ მოსული”, – განაცხადა წიტაიშვილმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები