გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გეგმები შეიცვალა – რა ბედი ელის მიქაუტაძეს

გააზიარეთ

აპელაციის დაკმაყოფილების შემდგომ, ლიონმა ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნა, რაც ფრანგული გუნდის გეგმებს რადიკალურად ცვლის.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი კვლავ უმაღლეს დივიზიონში იასპარეზებს, გუნდს გარკვეული ფინანსური პრობლემები მაინც აქვს, რის გამოც რამდენიმე მაღალხელფასიან ფეხბურთელს, მათ შორის, მალიკ ფოფანასა და ლუკას პერის, გაყიდის.

აი, გეგმები კი შეცვლილია გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით. თუ აქამდე მიქაუტაძის წასვლა გარდაუვალი ჩანდა, ახლა სიტუაცია სხვაგვარადაა. როგორც ფრანგული მედია იტყობინება, ლიონს გიორგის გაყიდვა არ სურს, მით უფრო, რომ ალექსანდრ ლაკაზეტის წასვლის შემდგომ ის ერთადერთი ფორვარდია შემადგენლობაში.

რა თქმა უნდა, გეგმები კვლავ შეიძლება შეიცვალოს და ლიონმა მიქაუტაძის სანაცვლოდ დიდი შეთავაზება მიიღოს, რომელზეც უარის თქმა გაუჭირდეს, თუმცა დღევანდელი სიტუაციით, სავარაუდოა, რომ შემდეგ სეზონში ქართველი ფორვარდი კვლავ ლიონისთვის შეუტევს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები