გამოგვიწერეთ

ძიუდო

წლის საუკეთესო სპორტსმენი ძიუდოს აკადემიაში დააჯილდოვეს

გააზიარეთ

13 ივნისს ბუდაპეშტში ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, სადაც მონაწილეობას 2024 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი ეთერ ლიპარტელიანიც მიიღებს.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის 75 წევრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით ლიპარტელიანმა 140 ქულა მიიღო.

92 ქულით მეორე ადგილზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვა გავიდა, მესამე შედეგი კი 31-31 ქულით ძალოსან ანასტასია გოტფრიდს და ლეგენდარულ ნინო სალუქვაძეს ჰქონდათ.

ლიპარტელიანმა წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ტიტული უკვე მეოთხედ მოიგო, ხოლო ჯილდო თბილისის ძიუდოს აკადემიაში საქართელოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიგა გვენცაძემ და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა თამარ ბალავაძემ გადასცეს.

„დიდი მადლობა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას ჩემი არჩევისთვის. ეს ჩემთვის დიდი პატივი და დიდი მოტივაციაა. ძალიან გახარებული ვარ და ბედნიერი. სასიამოვნოა როცა შრომა გიფასდება“, – თქვა ლიპარტელიანმა დაჯილდოვების შემდეგ.

„მინდა მივულოცო ეთერ ლიპარტელიანს მორიგი აღიარება, ვოლო ბოლო პერიოდში ჩვენი ქალთა სპორტის უდავო ლიდერია. რამდენიმე დღეში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება და მინდა წარმატებები ვუსურვო ეთოს და საქართველოს ნაკრებს“, – ეს უკვე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტის, გიგა გვენცაძის სიტყვებია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ძიუდო