გამოგვიწერეთ

ძიუდო

რატომ დასაჯა ძიუდომ პორტუგალია

გააზიარეთ

პორტუგალიელი ჯუდოკები მსოფლიოს ჩემპიონატზე IJF-ის დროშის ქვეშ იასპარეზებენ. ამის მიზეზი ფინანსური დავალიანებაა.

IJF-ის განცხადებით პორტუგალიის ჯუდოს ფედერაციას 2022 წლიდან მოყოლებული თითქმის მილიონი ევროს ოდენობით ვალი დაუგროვდა.

არაერთი გაფრთხილების მიუხედავად პორტუგალიის ჯუდოს ფედერაციამ ვერ შეძლო ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება, შედეგად IJF-მა მიიღო გადაწყვეტილება მათი დასჯის შესახებ.

IJF-ის წესდების მიხედვით, თუკი წევრი ფედერაციები ვერ შეძლებენ დადგენილ ვადებში ფინანსური ვალდებულების შესრულებას, მათ ეკრძალებათ IJF-ის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში მონაწილეობის მიღება.

მომხდარს გამოეხმაურა პორტუგალიის ჯუდოს ფედერაციაც. პრეზიდენტ ჟოაკინ პინას განცხადებით ისინი სრულად თანამშრომლობენ IJF-თან და ყველაფერს აკეთებენ დაგროვილი დავალიანების დროულად დასაფარად რათა თავიდან იქნას აცილებული უფრო სერიოზული სანქციები.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ძიუდო