გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ხაშურის ივერიას მეკარე ბორის დერევიანჩენკო UEFA-ს ლიცენზირებული მწვრთნელი გახდა

გააზიარეთ

ხაშურის ივერიას მოქმედმა მეკარემ, ბორის დერევიანჩენკომ UEFA-ს C კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია აიღო და უკვე აქტიურად შეუდგება სამწვრთნელო საქმიანობას.

დერევიანჩენკო მოთამაშის კარიერასთან ერთად პარალელურად იწყებს ახალ ეტაპს ფეხბურთში და სამომავლოდ სერიოზული გეგმები აქვს მწვრთნელის ამპლუაში.

ივერიის კარში მრავალი გადამწყვეტი სეივის ავტორი უკვე ახალ გამოწვევებს ხვდება – მინდორზე მეკარედ, მინდვრის მიღმა კი უკვე ახალგაზრდა მეკარეების მენტორად.

დერევიანჩენკო 41 წლისაა და ივერიას ღირსებას უკვე 20 წელია იცავს. გარდა ივერიაში გატარებული ისტორიული წლებისა, გამოცდილ მეკარეს ნათამაშები აქვს აგარის მეშაქრეში და ბორჯომში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი პერიოდი მეშაქრეში, როცა გუნდი საქართველოს რანგით მეორე ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და რამდენჯერმე უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ პლეიოფშიც ითამაშა, თუმცა მიზნის მიღწევა ვერ შეძლეს. სწორედ იმ პერიოდში იცავდა ბორისი აგარელთა კარს.

მიუხედავად იმისა, რომ კარიერის განმავლობაში არაერთი შემოთავაზება ჰქონდა — მათ შორის ლანჩხუთის გურიადან და ზესტაფონიდან, დერევიანჩენკომ მშობლიურ კლუბს არ უღალატა და მუდმივად ერთგულად ემსახურა ივერიას. გულშემატკივრები მას გუნდის ლეგენდად მოიხსენიებენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი