გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ფეხბურთელსაც სურს – შედგება თუ არა ვალენსიაში ჩაკვეტაძის ტრანსფერი?

გააზიარეთ

გიორგი ჩაკვეტაძის ვალენსიაში შესაძლო გადასვლის საკითხი კვლავ აქტუალური გახდა ესპანურ მედიასივრცეში.

ესპანელი ჟურნალისტის, ექტორ გომესის (General De Pie) ინფორმაციით, ღამურები კვლავ ინტერესდებიან საქართველოს ნაკრების ნახევარმცველით. როგორც გომესი წერს, ჩაკვეტაძის ტრანსფერის თემა ისევ განიხილება:

“ვალენსიას ჩაკვეტაძე კვლავ სურს. კორბერანი მას დადებითად აფასებს. თავად ფეხბურთელი კი აქტიურად ცდილობს დაარწმუნოს უოტფორდი, რომ ესპანური ვარიანტი რეალობად იქცეს”, – წერს გომესი.

გამოცემების ცნობით, ვალენსიას სურს ჩაკვეტაძე იჯარის წესით გადაიბიროს, შეთანხმებაში კი სეზონის ბოლოს გამოსყიდვის პუნქტი ჩაიწეროს. ესპანური კლუბი ამ ნაბიჯით შუახაზის გაძლიერებას გეგმავს, გუნდი უგო გილამონს ემშვიდობება და ახალ ვარიანტებზე ფიქრობს.

რაც შეეხება ჩაკვეტაძის სტატისტიკას: ბოლო ორ სეზონში ქართველი ნახევარმცველი ინგლისის ჩემპიონშიპში უოტფორდის მაისურით 73 შეხვედრაში ითამაშა, 3 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. მას 6 აპრილის შემდეგ აღარ უთამაშია – ამის მიზეზად მცირე დაზიანება და სეზონის განმავლობაში მიღებული გადაღლა სახელდება.

გიორგი ჩაკვეტაძემ უკვე განაახლა ვარჯიშები უოტფორდში, თუმცა ჯერჯერობით მოედანზე დაბრუნება არ შედგა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები