გამოგვიწერეთ

ხელბურთი

ხელბურთელთა ექსპრიმენტული მარცხი

გააზიარეთ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო. ტიტე კალანდაძის გუნდს ოთხი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი, რომელთაგან ერთი უკვე ითამაშა.

ჩვენი გუნდი ახალი სპორტის სასახლეში საუდის არაბეთს ეთამაშა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნაკრების უახლოესი რეზერვი გამოსცადა. შედეგად, მატჩმა საუდელთა უპირატესობით ჩაიარა, საქართველოს ნაკრები მდევრის როლში იყო და 23:37 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებიდან ექვსი გოლით ყველაზე შედეგიანი იყო ნიკოლოზ მამულაშვილი. სამ-სამი ბურთით მეორე საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდათ გიორგი არეშიძეს და დავით გრიშიკაშვილს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და სტატისტიკა:

მაზანაშვილი, ლაპიაშვილი, შუბაშიშვილი (1), გურგენიძე, ხელისუფალი (1), ნ. ბოჟაძე, ხარებაშვილი (1), არეშიძე (3), ა. ბოჟაძე, ზარნაძე (1), მამულაშვილი (6), ბიბლაია, გოგავა (1), იმნაძე, ბუიღლიშვილი (1), კაპანაძე (1), გრიშიკაშვილი (3), ნარიმანიძე (1), მელიავა (1), შიოშვილი (2).

საქართველოს ნაკრები საუდელებთან მეორე საკონტროლო შეხვედრას 29 დეკემბერს ითამაშებს. შემდეგ ჩვენს გუნდს კიდევ ორი ამხანაგური შეხვედრა ექნება – ქუვეითთან და ალჟირთან.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი 15 იანვრიდან 1 თებერვლამდე დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში გაიმართება. წილისყრის შედეგებით, საქართველო E ჯგუფში მოხვდა. მეტოქეებად კი, შვედეთი, ხორვატია და ნიდერლანდები ეყოლება. მატჩებს მალმიოს არენა უმასპინძლებს. საქართველოს ეროვნული გუნდი ჯგუფურ ეტაპზე 17, 19 და 21 იანვარს ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ხელბურთი