გამოგვიწერეთ

ხელბურთი

ცხოვრებაძის 15 გოლი და მარცხი ალჟირთან

გააზიარეთ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის სლოვენიაში ემზადება, ბოლო საკონტროლო შეხვედრა აფრიკის შვიდგზის ჩემპიონ, ალჟირთან ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა – 30:32.

ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო ზაგრების ქართველი ინსაიდი გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც მეტოქეს 15 ბურთი გაუტანა. თუმცა, მხოლოდ მისი გარჯა საკმარისი არ გამოდგა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატამდე ამხანაგური მატჩები დაასრულა. ახლა გუნდი შვედეტში გადაინაცვლებს, სადაც 17 იანვარს, 2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტ, ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონ, 2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონ და მრავალგზის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორ ხორვატიას ეთამაშება; ჩვენი გუნდი 19 იანვარს ევროპის ხუთგზის და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ, არაერთი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელ და ოლიმპიური თამაშების ოთხგზის ფინალისტ, მასპინძელ შვედეთს დაუპირისპირდება; 21 იანვარს ნიდერლანდებთან მატჩია ჩანიშნული.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და სტატისტიკა:

ზურაბ ცინცაძე, დავით ნიქაბაძე, გიგი რუხაძე; ხაზეინ რუსტამოვი (1), ვახტანგ ხარებაშვილი, დავით გრიშიკაშვილი, გიორგი ლაპიაშვილი, მირიან გავაშელიშვილი (1), ვახტანგ ხელისუფალი, გიორგი არეშიძე (4), ირაკლი კბილაშვილი, ერეკლე არსენაშვილი (4), გიორგი დიხამინჯია (4), ზურაბ გოგავა, გიორგი ცხოვრებაძე (15), ნიკოლოზ კალანდაძე (1).

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ხელბურთი