გამოგვიწერეთ

ნაკრები

14 წლამდე – საქართველოს მაყურებელი “მიუსაჯეს”

გააზიარეთ

25 სექტემბერს, დინამო არენაზე, უეფას ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს.

უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, აღნიშნული შეხვედრა მაყურებლის გარეშე გაიმართება. თუმცა, უეფას სადისციპლინო რეგულაციები მსგავს შემთხვევაში გამონაკლისის სახით 14 წლამდე ასაკის ბავშვების სტადიონზე დაშვების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული რეგულაციის საფუძველზე, უეფასთან კონსულტაციების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, მატჩზე მოიწვიოს საქართველოს საფეხბურთო სკოლებში რეგისტრირებული 10-დან 14 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები. აღნიშნულ კატეგორიაში შემავალი ფეხბურთელები მატჩზე დასასწრებ ბილეთს საჩუქრად მიიღებენ.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები