გამოგვიწერეთ

კალათბურთი

სანდრო ჩავიდა, თორნიკე წავიდა

გააზიარეთ

ცხადია, გეცოდინებათ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თითქმის ორი კვირაა ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ შეკრებას ლატვიაში გადის.

კალათბურთის ქომაგებს არც ის ამბავი გამოეპარებოდათ, რომ ალექსანდრე ჯიკიჩის შეგირდებმა ქალაქ კლაიპედაში ჯერ ისრაელთან, შემდეგ კი ესტონეთთან ორი დახურული ამხანაგური მატჩიც გამართეს და სამწუხაროდ ორივეში დამარცხდნენ.

ჩვენი გუნდი 10 აგვისტოს რომ კაუნასში ამხანაგურად ლიეტუვას ნაკრებს გაეჯიბრება ალბათ ესეც გეცოდინებათ, მაგრამ ვგონებთ სანდრო მამუკელაშვილის შეკრებაზე ჩასვლის, ხოლო თორნიკე შენგელიას პირიქით იქიდან წასვლის შესახებ ბევრმა ჯერ არ იცის.

მოკლედ, ახლა უკვე ტორონტო რეპტორსის ახალწვეული სანდრო მამუკელაშვილი ეროვნულ გუნდს შეკრებაზე ლიეტუვაში უკვე შეუერთდა და მწვანეებთან ხვალინდელ ამხანაგურ მატჩშიც ითამაშებს, რაც შეეხება კაპიტანს ის ესპანეთში პირადი მიზეზების გამო გაემგზავრა. წინასწარი ინფორმაციით თორნიკე შენგელია გუნდს პირდაპირ ჩეხეთში დაუბრუნდება. ლიეტუვას შემდეგ ქართველი კალათბურთელები მომდევნო ამხანაგურ სპარინგს სწორედ ჩეხებთან გამართავენ.

რაც შეეხება 10 აგვისტოს დაპირისპირებას ის 21:00 საათაზე დაიწყება.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი