გამოგვიწერეთ

ნაკრები

18 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

გააზიარეთ

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მეშვიდედ უტევს და დასაწყისი ჩინებული გამოუვიდა. ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა მეოთხედფინალში პოლონეთი 64:7 გაანადგურეს.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 10 ლელო გაუტანეს და შვიდი გარდასახვაც მიაყოლეს. ლელოები გიორგი ზაზაძემ, დავით არობელიძემ და ლუკა ტაბატაძემ 2-2 დადეს, ხოლო ნიკოლოზ ჩხორთოლიამ, ავთანდილ ზვიადაძემ, გოჩა ფიცხელაურმა და საბა გიორგიძემ თავი თითოჯერ გამოიჩინეს.

საქართველო ნახევარფინალში ჩეხეთს ეთამაშება, რომელმაც პორტუგალიას 29:26 აჯობა. მეორე ნახევარფინალური წყვილი ნიდერლანდებმა და ესპანეთმა დააკომპლექტეს. ნახევარფინალები 18 ნოემბერს არის ჩანიშნული, ხოლო ფინალი 22 ნოემბერს გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები