გამოგვიწერეთ

ნაკრები

წილისყრის წინ – ბორჯღალოსნების შანსი იაპონიაა

გააზიარეთ

3 დეკემბერს ჩაატარებს რაგბის მსოფლიო თასის წილისყრა გაიმართება. მანამდე 24 გუნდი ოთხ კალათაში გადანაწილდება. საქართველოს ნაკრები მეორე კალათაში მოსახვედრად იბრძვის, რათა უკეთესი განთესვა ჰქონდეთ, რაც ფლეი ოფში გასვლის უკეთეს შანსს იძლევა.

ნოემბრის ტესტებზე საქართველოს ნაკრებმა აშშ (43:30) და კანადა (38:17) კი დაამარცხა, მაგრამ მეტოქეთა სისუსტის გამო მონაგარს ვერაფერი შემატა. ბორჯღალოსნებს 74.69 ქულა დარჩათ და მე-11 ადგილს ინარჩუნებენ, მაგრამ შემოდგომის ბოლო ტესტ-მატჩი არ უნდა წააგონ.

საქმე ის არის, რომ მდევრები უელსი (74.23) და იაპონიაა (72.58). უელსს ორი ტესტი აქვთ დარჩენილი – ახალ ზელანდიასთან და სამხრეთ აფრიკასთან. დიდი ალბათობით, უელსელები ორივე მატჩს წააგებენ, მაგრამ ქულების დაკლებაში ნაკლებად აისახება, რადგან ფავორიტებს ეთამაშებიან. შედეგად, ჩვენ ვერ გაგვასწრებენ, თუ იაპონიასთან არ წავაგეთ. აზიელებთან 15 ქულამდე მარცხის შემთხვევაში კი, 1.51 ქულას დავკარგავთ და მათ უკან აღმოვჩნდებით. თავის მხრივ, ამდენივე ქულას იაპონიაც შეიმატებს და ისინიც გადაგვასწრებენ.

ასეთი სცენარით საქართველო მე-13 ადგილზე გადაინაცვლებს და საქმეს გაირთულებს.

ავსტრალიაში გასამართ 2027 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეები ექვს ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან. მერვედფინალში კი ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები და ოთხიც საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები