გამოგვიწერეთ

კალათბურთი

სუპერლიგაში სანაკრებო შესვენება გამოცხადდა

გააზიარეთ

ზესტაფონის მარგვეთმა დაძაბულ ბრძოლაში, ძალიან პრინციპული მატჩი მოიგო. თამაში ცოტა უცნაურად წარიმართა. ჯერ მარგვეთი იგებდა 10 ქულით, შემდეგ ორნიშნა რიცხვით კავკასია დაწინაურდა, მაგრამ, საბოლოოდ, ისევ ზესტაფონელებმა იძალეს და 92:85 გაიმარჯვეს.

ორბი ტყიბულში ბათუმს დაუხვდა. პირველი პერიოდი მასპინძლებმა 28:16 მოიგეს და გამარჯვებაზე განაცხადი გააკეთეს, მაგრამ მეორე პერიოდიდან ბათუმელთა შტურმი დაიწყო და ზღვისპირელებმა მეტოქე გაანადგურეს – 103:71.

თსუ-მ გორის ივერიონს უმასპინძლა და ერთი ამოსუნთქვით – 95:71 დაამარცხა. გორელებმა ვიცე-ჩემპიონს წინააღმდეგობა კი გაუწიეს, მაგრამ მხოლოდ პირველ ნახევარში და მესამე პერიოდის დასაწყისში. შემდეგ თსუ-მ მატჩზე სრული კონტროლი დააწესა და გამარჯვებამდე იოლად მივიდა.

ექვსი ტურის შემდეგ სუპერლიგაში ორი აუტსაიდერი გამოიკვეთა. რაშმა ქუთაისთან წააგო და ისევ გამარჯვების გარეშეა. თამაში ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო და დასრულდა. პირველი პერიოდის 14 ქულით მოგების შემდეგ ქუთაისელებმა რაში ახლოს აღარ მიუშვეს და, საბოლოოდ, 95:83 იმარჯვეს.

მეორე მოუგებელი გუნდი გურჯაანის დელტაა, რომელიც რუსთავში 91:92 დამარცხდა. მთელი თამაშის მანძილზე რუსთავი ფლობდა და იყო მომენტი, როდესაც ორნიშნა სხვაობით იგებდნენ. გურჯაანელებმა ბოლო წუთებზე კი გაათანაბრეს, შემდეგ რუსთავი ისევ წინ გავიდა, ბოლოს გურჯაანელმა რევაზ როგავამ სამქულიანი ააცილა, ბურთი კალათში ოთარ ბულიავამ კი გადაგზავნა და ორი ქულა მიითვალა, მაგრამ…

ახლა სუპერლიგაში შესვენებაა, რადგან წინ სანაკრებო პაუზა გვაქვს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი