გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

დრამატული მატჩი – ბუდუ ბუნდესლიგაში რჩება

გააზიარეთ

ბუდუ ზივზივაძე მომავალ სეზონშიც გერმანიის ბუნდესლიგაში ითამაშებს. გერმანიის უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონის ფლეი აუტის განმეორებით მატჩში ბუდუს ჰაიდენჰაიმმა  ელვერსბერგი 2:1 დაამარცხა და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა.

თავიდან ჰაიდენჰაიმი იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა  პირველივე ტაიმში გაათანაბრეს. თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-6 წუთზე ლეო სკიენზამ სეზონის უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და გუნდი ელიტაში დატოვა. პირველი  მატჩი 2:2 იყო დასრულებული.

რაც შეეხება ქართველ ფორვარდს. ბუდუ  თადარიგში იყო და 23-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე  და Sofascore-მა მისი თამაში  6.7 ქულით შეაფასა.

ბუდუ ჰაიდენჰაიმს ზამთრის სატრანსფერი ფანჯრისას შეუერთდა და  16 მატჩში 2 გოლი, 3 საგოლე  პასი მიითვალა. მანამდე კი, კარლსრუეში  17 მატჩში 12 გოლი გაიტანა და ბუნდესლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირიც იყო.

31 წლის ასაკში ევროპის TOP 5 ლიგაში გადასვლა შეძლო და ბუდუს რთული, მაგრამ ლამაზი ისტორია ისევ გრძელდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები