გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კიტეიშვილის დუბლით შტურმი ლიდერია

გააზიარეთ

ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში ოთარ კიტეიშვილისა და გიზო მამაგეიშვილის შტურმმა სტუმრად აუსტრია 5:2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობს.

ძალიან კარგი თამაში ჰქონდა კიტეიშვილს, ვინაც დუბლი შეასრულა, პენალტიც მოიპოვა, რასაც მეტოქის წითელი ბარათი მიემატა და მატჩის საუკეთესოც გახდა.

შტურმი აგებდა, მაგრამ პირველივე ტაიმში ჯერ ანგარიში გაათანაბრდა, ხოლო ბოლოსკენ „კიტემ“ გუნდი დააწინაურა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კიტეიშვილმა პენალტი მოიპოვა, რასაც აუსტრიას ფფეხბურთელის გაძევება მოჰყვა. ქართველმა 11 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. მერე შტურმმა კიდევ ორი გოლი შეაგდო, ხოლო თავად ერთი მიიღო და მატჩიც მორჩა.

კიტეიშვილი 75-ე წუთზე შეცვალეს, აი, მამაგეიშვილი კი, მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, საგოლე ქმედებები არ ჰქონია, მაგრამ არც ცუდი შეფასება დაიმსახურა.

კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის ბომბარდირია – 12 გოლი და სამი საგოლე პასი.

შტურმი პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს სამი ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი, ზალცბურგს უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები