გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ქართველების ტრიუმფი არ შედგა – ბასმა 17-წლიანი პაუზის შემდეგ ევროპული ტიტული მოიგო

გააზიარეთ

ქართველების ევროპული ტრიუმფი არ შედგა. ლიონი  ვერცხლის მედალს დასჯერდა.  კარდიფში, პრინსიფალითი არენაზე ევროპული საკლუბო რაგბის რანგით მეორე ტურნირის, ჩელენჯ თასის, ფინალური შეხვედრა გაიმართა. ინგლისური ბასი ფრანგულ ლიონს დაუპირისპირდა და ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ლიონის ღირსებას  ოთხი ქართველი მორაგბე იცავს, რომელთაგანაც სამმა დღევანდელ ფინალში მიიღო მონაწილეობა. ბექა საღინაძე და დავით ნინიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ირაკლი აფციაური მარქაფიდან ჩაერთო შეხვედრაში.

მატჩი ლიონმა კარგად დაიწყო. ნინიაშვილის სალელოვე პასის შემდეგ, დუმორტიემ შეძლო ლელოს დადება, თუმცა ამის შემდეგ ინგლისელებმა დიდი უპირატესობა მოიპივეს. ბასმა კლასიკური რაგბი ითამაშა. მაღალი, საბრძოლო ფეხის დარტყმა, ხისტი კონტაქტები და  დაცვის ხაზი მაქსიმალურად ახლოს ლიონის სწრაფ უკანა ხაზელებთან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბასმა ლიონს  “თამაში ჩაუკეტა”. ნინიაშვილი ვერ იყო ისეთი, როგორსაც ალბათ ყველა ელის მისგან.

საბოლოოდ, 37:12 და ბასი 2008 წლის შემდეგ პირველად ეუფლება ევროპულ ტიტულს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები