გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კვარაცხელია იტალიის ჩემპიონი ვერ გახდება

გააზიარეთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის დასრულების შემდეგ, რომელიც, რა გასაკვირია, “პსჟ”-ს ტრიუმფით დასრულდა, ქართველი გულშემატკივარი სიხარულით წერდა ხვიჩა  კვარაცხელია ერთდროულად იტალიის ჩემპიონიც ხდება და საფრანგეთისაცო, რამეთუ ნაპოლი (ხვიჩას ყოფილი კლუბი) სერია ა-ში ამ დრომდე პირველ ადგილზე, თუმცა…

იტალიის სერია ა-ს რეგლამენტი შეიცვალა. ახალი რეგლამენტის  მიხედვით ჩემპიონობისას მედალს მხოლოდ ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებიც გაჩემპიონების მომენტში გუნდის განაცხადში ირიცხებოდნენ.

ნაპოლი დღეს კალიარის შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს. მეორეადგილოსანი ინტერი ნეაპოლელებს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. სიმონე ინძაგის გუნდი დღეს კომოს ხვდება.

ხვიჩა  კვარაცხელიამ წლევანდელ სეზონში ნაპოლის მაისურით 17 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები