გამოგვიწერეთ

კალათბურთი

NBA-ს სკანდალში კლუბის მფლობელებიც ფიგურირებენ

გააზიარეთ

NBA-ში ბუქმეიკურ კანტორებზე შესაძლო ინსაიდერული ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. არალეგალურ ფსონებთან დაკავშირებით გამოძიებას თავად ლიგა აწარმოებს. მატერიალებში ფიგურირებენ ყოფილი კალათბურთელი დეიმონ ჯონსი, პორტლენდის მთავარი მწვრთნელი ჩონსი ბილაფსი და მაიამი ჰითის გამთამაშებელი ტერი როზირი.

გავრცელებული ინფორმაციით, დამოუკიდებელმა იურიდიულმა კომპანიამ Wachtell, Lipton, Rosen & Katz, რომელიც ლიგამ აიყვანა, რამდენიმე კლუბის დოკუმენტები და მობილური ტელეფონები გამოითხოვა. მათ შორის არის ლეიკერსისი 10 თანამშრომელი, რომელთაგან აღმასრულებელმა ადმინისტრატორმა რენდი მიმსმა და ფიზმომზადების მწვრთნელის ასისტენტმა მაინ მანსიასმა თავიანთი მოწყობილობები ნებაყოფლობით გადასცეს.

გამომძიებლები ინტერესდებიან კლუბების თანამშრომლობით ჯონსთან, რომელსაც ბრალად ედება კალათბურთელების ჯანმრთელობის ინფორმაციის გაყიდვა-გასაღება.

გამოძიების დეტალებით შეფიქრიანებულნი არიან სხვა კლუბებიც, რადგან ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ფედერალურ მატერიალებში მინიმუმ ორი კლუბის მფლობელიც ფიგურირებს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი