გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ნინიაშვილს ტიტულით წასვლა შეუძლია

გააზიარეთ

საფრანგეთის ელიტარული  სარაგბო ჩემპიონატის, Top 14-ის, სეზონი დასასრულს უახლოვდება.  რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტურიღა დარჩა, რომლის შემდეგაც პლეიოფები დაიწყება.

ქართველების ლიონს, რომელიც პარასკევს ჩელენჯ თასის ფინალში ითამაშებს, პლეიოფში გასვლის შანსი ჯერ კიდევ  შენარჩუნებული აქვს.  რურისპირელთა მაისურით წელს ბოლო სეზონს ატარებს დავით ნინიაშვილი. 22 წლის ქართველი უკანახაზელი მომავალი სეზონიდან  ლა როშელს შეუერთდება.

Screenshot

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნინიაშვილი ლიონს 2021 წელს სარაგბო კლუბ ხვამლიდან შეუერთდა და პირველოვე სეზონში  კლუბთან ერთად ჩელენჯ თასი მოიგო.

Screenshot

დავით ნინიაშვილს “ლიონის” შემადგენლობაში 74 შეხვედრაში 26 ლელო და 3 ჯარიმა დაუგროვდა.  2022 წელს “ნინიმ” Midi Olympique-ს მიერ დაწესებული პრიზი სარაგბო ოსკარი მოიგო, როგორც საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბე.

მოკლედ, ნინიაშვილმა ლიონში ისტორია შექმნა და 23 მაისს შეცდება რურისპირელებს ტიტულით დაემშვიდობოს. ჩელენჯ თასის ფინალში, კარდიფის “პრინსიფალითიზე” (ყოფილი მილენიუმი)  ლიონი ინგლისურ ბათს შეხვდება.

temp

ნინიაშვილის გარდა, ლიონის ღირსებას:ირაკლი აფციური, ბექა საღინაძე და ბექა შვანგირაძე იცავენ. შვანგირაძე საოპერაციოაა და მისთვის სეზონი  დასრულებულია. ფინალში საეჭვოა ბექა საღინაძის თამაშიც.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები