გამოგვიწერეთ

ნაკრები

გულიაშვილი დაბრუნდა: 7-ქალა ევროპამდე ტურში მოემზადება

გააზიარეთ

საქართველოს 7-ქალა მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. ჯაბა მალაღურაძის გუნდი საფრანგეთის ქალაქ ტურში არიან, სადაც  24-25 მაისს ტურის საერთაშორისო ტურნირზე მიიღებენ მონაწილეობას. ტურში გუნდს შეუერთდა ირმა გულიაშვილი, რომელიც ნაკრებს  ერთწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ირმა სარაგბო კარიერას ესპანეთში აგრძელებს.

7-ქალა ნაკრები წელს, ისტორიაში პირველად, იასპარეზებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ელიტარულ დივიზიონში. პირველ ეტაპზე, რომელსაც მაკარსკა(ხორვატია) უმასპინძლებს, ჩვენი გუნდი  A ჯგუფში იასპარეზებს და მეტოქეები: საფრანგეთი, ჩეხეთი და ირლანდია იქნებიან.

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები