გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ბენზემას ყოფილი მწვრთნელი ევროპაში ეპატიჟება

გააზიარეთ

მადრიდის რეალში ძალიან წარმატებული კარიერის შემდეგ კარიმ ბენზემამ კონტინენტური ევროპა დატოვა და რამდენიმე სეზონია, ალ იტიჰადში ირჯება.

თავის მხრივ, სულ რამდენიმე დღის წინ ლისაბონის ბენფიკას ახალი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახდა, რომელსაც 39 წლის ფორვარდის ყიდვა სურს. მადრიდული მარკას ინფორმაციით, მოურინიო ბენზემას უკვე დაუკავშირდა, გააცნო თავისი ხედვა და გეგმები ლისაბონურ გუნდთან ერთად.

როგორც ირკვევა, ფრანგი ფორვარდი ევროპაში დაბრუნებაზე ფიქრობს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

თავის მხრივ, თანხმობის შემთხვევაშიც, ბენზემას იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ყიდვა მარტივი არ იქნება.

მას არაბულ გუნდთან კონტრაქტი 2027 წელს ეწურება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები