გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გიორგი კარს მშრალად კვლავ ვერ ინახავს, ლივერპულის მორიგი მარცხი

გააზიარეთ

პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში ლივერპული გასვლაზე ბრენტფორდთან უხვგოლიან შეხვედრაში, 2-3 დამარცხდა.

მერსისაიდული გრანდის კარს კვლავ გიორგი მამარდაშვილი იცავდა, თუმცა, სამწუხაროდ, ქართველმა მეკარემ კარი მშრალად ისევ ვერ შეინახა.

ბრენტფორდმა ანგარიში მალევე, დანგო ოტარას გოლით გახსნა, რასაც კევინ შადეს მეორე გოლიც მოჰყვა. ლივერპულმა ტაიმის მიწურულს მილოშ კერკეზის გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

მეორე ტაიმში მერსისაიდელებმა საერთო სურათი ვერ შეცვალეს და მე-60 წუთზე იგორ ტიაგოსგან მესამე გოლი მიიღეს. მო სალაჰის ბოლო წუთზე გატანილი გოლი კი ქულის მოსაპოვებლადაც არ აღმოჩნდა საკმარისი.

სოფასქორის მიხედვით გიორგის შეფასება 6.0 იყო. ქართველმა ხუთი სეივის გაკეთება შეძლო.

ცხრა ტურის შემდეგ 15 ქულით ლივერპული მეექვსე ადგილზეა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ლეგიონერები