გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ორგზის გამარჯვებული ფინალის დებიუტანტს ელის

გააზიარეთ

US Open-ს ფინალში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, ბელარუსი არინა საბალენკა და მეორე ნომერი, ყაზახი ელენა რიბაკინა ითამაშებენ.

ნახევარფინალები მასპინძლებისთვის წარუმატებელი გამოდგა: საბალენკამ ამერიკელი ჯესიკა პეგულა ორ სეტში – 7:5; 6:2 დაამარცხა, ხოლო რიბაკინამ ასევე ამერიკელ კოკო გაუფს სამ სეტში – 3:6, 6:4, 6:4 აჯობა.

საბალენკა ამ ტურნირის ბოლო ორი წლის გამარჯვებულია, რიბაკინა კი ამერიკულ ფინალში პირველად გავიდა.

ფინალი 13 სექტემბერს არის ჩანიშნული. ისიც ვთქვათ, რომ ორშაბათიდან რეიტინგის პირველი ნომერი შეიცვლება. რიბაკინას ფინალში გასვლა უფრო დაუფასდა, ვიდრე საბალენკას და მომავალი კვირიდან ადგილებს გაცვლიან.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი