გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ხვიჩას პასი და პსჟ-ს მძლავრი გამარჯვება

გააზიარეთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეცხრე ტურში პარი სენ-ჟერმენმა სტუმრად ბრესტი დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა. მატჩში გამორჩეული იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც საგოლე პასი მიითვალა.

პარიზელთა უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა. პირველი ტაიმის გმირი აშრაფ ჰაკიმი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. მეორე გოლი მან 39-ე წუთზე ქართველის გადაცემით გაიტანა. ამ ეპიზოდში კვარაცხელიას თავადაც ჰქონდა გოლის შანსი, თუმცა მეკარე დროულად გაუმკლავდა მის დარტყმას. მიუხედავად ამისა, ხვიჩამ მაინც შეძლო საგოლე გადაცემის გაკეთება.

70-ე წუთზე კვარაცხელია დეზირე დუემ შეცვალა. სწორედ დუემ დააფიქსირა საბოლოო ანგარიში – დამატებულ წუთებზე მან მესამე გოლიც გაიტანა.

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის ეგიდით შვიდი მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი ჯერ არ აქვს გატანილი, ხოლო ეს  მისი პირველი საგოლე პასი იყო. საერთო ჯამში, ყველა ტურნირზე ქართველის ანგარიშზე ათ შეხვედრაში ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.

პარი სენ-ჟერმენმა ამ გამარჯვებით ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 20 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერობა დაიბრუნა. მომდევნო შეხვედრას პარიზელები 29 ოქტომბერს ლორიანის წინააღმდეგ გამართავენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები