გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ევრობასკეტზე შენგელია ქორქიას შეუტევს

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრები 28 აგვისტოს მეექვსე ევრობასკეტს დაიწყებს. ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდი მინიმუმ ხუთ მატჩს ითამაშებს. თუმცა, არის შანსი ფლეი ოფში გავიდეს და ეს რაოდენობა გაიზარდოს.

მათემატიკისთვის ავიღოთ ხუთი მატჩი. რისთვის გვჭირდება მათემატიკა? მარტივი გამოსათვლელი რომ იყოს… თუ თორნიკე შენგელია ევროპის ჩემპიონატის მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე საშუალოდ მატჩში 20 ქულას დააგროვებს, გახდება ქართველებს შორის ყველა დროის საუკეთესო მექულე ევროპის ჩემპიონატებზე. ცხადია, ფლეი ოფში გასვლის შემთხვევაში ეს საშუალო მაჩვენებელი 16.7 ქულას გაუტოლდება.

ამ დრომდე ევროპირველობაზე ქართველებიდან ყველაზე მეტი ოთარ ქორქიას (357) ჩაუგდია. ეს საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშისას. შენგელიას 257 ქულა აქვს მოხვეჭილი. ისიც უნდა ვთქვათ, რომ თუ ქორქიამ ქულებს 36 მატჩში მოუყარა თავი, შენგელიას სულ 19-ში მოუხერხებია.

სამეულშია მანუჩარ მარკოიშვილი, ვისი მონაგარიც 246 ქულაა (23 მატჩი); მისი გადასწრების კარგი შანსი აქვს გიორგი შერმადინს – 227 ქულა (29); ხუთეულშია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე – 220 (19);

ათეულში ასევე შედიან: ზაზა ფაჩულია – 216 (16); ზურაბ საკანდელიძე – 201 (36); გიორგი ცინცაძე – 170 (27); დუდა სანაძე – 149 (19); მიხეილ ქორქია – 129 (20).

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი