გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საუკეთესო ხუთეულში საქართველოს ორი კალათბურთელია

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს 22-ქულიანი ჩამორჩენა „ამოუქაჩა“ და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავიდა.

ესპანელებთან მატჩის ერთ-ერთი გმირი ჩვენი გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია იყო, ვინაც აპენინელებთან 37 ქულა მოინაგრა.

უნდა ვთქვათ, რომ ეს 37 ქულით სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია. თუმცა, 1-2 ადგილს ჯორდან ლოიდთან იყოფს. პოლონელთა ნატურაზიებულმა ამერიკელმა 37 ქულა 27 თებერვალს, ლატვიას ჩაგდო.

ისტორიაში კი, FIBA-ს კალათბურთის მსოფლიო თასის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე ამ ორ კალათბურთელზე მეტი მხოლოდ გერმანელ დენის შრიოდერსა (38) და ბერძენ ჯიანის ანტეტოკუნმპოს (40) აქვთ ჩაგდებული.

ხუთეულშია საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელი მაიკლ დიქსონი, ვინაც 2017 წელს სერბებს 36 ქულა ჩაუგდო. იყო დრო, როდესაც საუკეთესო სწორედ დიქსონის მაჩვენებელი იყო.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი