გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

ესპანეთი და საფრანგეთი ფინალისთვის იბრძოლებენ

გააზიარეთ

დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ფინალისტი გამოვლინდება.

დალასში ,,AT&T” -სტადიონზე საფრანგეთი ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს დაუპირისპირდება.

საფრანგეთმა მიმდინარე მუნდიალზეც ექვსივე შეხვედრა მოიგო.
გაიტანა 16 გოლი და მხოლოდ 3 გაუშვა.

ესპანეთმა კი ექვსიდან ხუთ მატჩში გაიმარჯვა და მხოლოდ ერთხელ ითამაშა ფრედ.
პირინიელებმა 11 გოლი გაიტანეს და ერთადერთი გოლი გაუშვეს.
ესპანეთის ნაკრები ფრანგებთან შეხვედრას 16-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება.

საფრანგეთი და ესპანეთი ერთმანეთს ისტორიაში 38-ჯერ შეხვდნენ.
აქედან ესპანეთმა 17 მატჩი მოიგო.
14-ჯერ ფრანგებმა გაიმარჯვეს.
.7 მატჩი ფრედ დასრულდა.

ეს გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ.
2006 წლის მერვედფინალში, საფრანგეთმა 3:1 გაიმარჯვა.

დღევანდელი მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები