გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ბოქლვაძემ რუსი დაამარცხა და რუსს შეხვდება

გააზიარეთ

USA open-ის საკვალიფიკაციო ეტაპი მარიამ ბოლქვაძემ წარმატებით დაიწყო. ჩვენებურმა პირველ წრეში რუსი ერიკა ანდრეევა 6:4; 7:6 დაამარცხა.

პირველ სეტში ბევრი ბრეიკი დაფიქსირდა – ბოლქვაძემ ორჯერ წააგო საკუთარი ჩაწოდება, მაგრამ მეტოქეს ოთხჯერ აართვა და 1:0 დაწინაურდა; მარიამი ბრეიკით მეორე სეტშიც იგებდა. თუმცა, ეს უპირატესობა მერვე გეიმში გაანიავა, რის შემდეგ საქმე ტაი ბრეიაკმდე მივიდა. იქ კი ბოლქვაძე უკეთესი იყო.

ქართველი ჩოგბურთელი შემდეგ წრეში კიდევ ერთ რუსს გაეჯიბრება – ალევტინა იბრაგიმოვას.

გვიან ღამით საკუთარ მატჩს ეკო გორგოძეც გამართავს, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილი საქმეში ხვალიდან ჩაერთვება.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი