გამოგვიწერეთ

კალათბურთი

FIBA-მ საქართველოს შანსი დაუტოვა

გააზიარეთ

FIBA-მ 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციის მეორე ეტაპის ჯგუფები მიმოიხილა და, ცხადია, საქართველოს ნაკრების ჯგუფსაც შეეხო.

I ჯგუფი

ესპანეთი (5-1); მონტენეგრო, უკრაინა (4-2); პორტუგალია, საბერძნეთი, საქართველო (3-3).

გასულ ევრობასკეტზე დიდი იმედგაცრუების შემდეგ, ესპანეთის ნაკრები იმ დონის თამაშს აჩვენებს, რომელსაც მიჩვეულები ვართ. პირველ ჯგუფურ ეტაპზე ექვსიდან ხუთი მატჩი მოიგეს. ერთადერთი მარცხი საქართველოსთან განიცადეს.

კარგ პოზიციაშია უკრაინაც, რომელმაც ოთხი თამაში მოიგო. აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ფანჯრისთვის დიდებულ ფორმაში მყოფი სვიატოსლავ მიხალიუკი დაემატა.

უკრაინელთა მსგავსი ბალანსი აქვს მონტენეგროს. მათი მთავარი იმედი ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი იოგი ფერელია.

პორტუგალიას თანაბარი ბალანსით არის, მაგრამ ნემანიას კეტას დაბრუნებით დიდი ძალა შეემატა.

ბრძოლაში არიან საბერძნეთი და საქართველო, რომელთაც ასევე თანაბარი ბალანსი გააჩნიათ.

მთლიანობაში, ძალიან საინტერესო და დაბალანსებული ჯგუფია და ვინ მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონატის სამ საგზურს, რთული გამოსაცნობია.

ფავორიტი: ესპანეთი

კარგ პოზიციაში: უკრაინა, მონტენეგრო

ჯერაც რბოლაში: პორტუგალია, საბერძნეთი, საქართველო

სახიფათო ზონაში: არავინ

კალათბურთელები, რომელთაც განსაკუთრებით უნდა დავაკვირდეთ:

უგო გონსალესი (ესპანეთი), სვიატოსლავ მიხაილიუკი (უკრაინა), იოგი ფერელი (მონტენეგრო), ნეემიას კეტა (პორტუგალია), ტაილერ დორსი (საბერძნეთი), თორნიკე შენგელია (საქართველო).

გუნდების მდგომარეობა FIBA-ს რეიტინგში:

ესპანეთი (6), საბერძნეთი (13), მონტენეგრო (18), საქართველო (20), უკრაინა (38), პორტუგალია (45).

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი