გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

იბერია კაშიას ყოფილ გუნდის წინააღმდეგ იბრძოლებს

გააზიარეთ

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი თბილისის იბერია 1999 სლოვაკეთის ჩემპიონ ბრატისლავას სლოვანს დაუპირისპირდება.

თბილისის ,,მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

იბერია და სლოვანი აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.
თუმცა გურამ კაშიას ყოფილ გუნდს ევროთასებზე ქართულ კლუბთან თამაშის გამოცდილება აქვს.
2022 წელს კაშია და მისი თანაგუნდელები ბათუმის დინამოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ეთამაშნენ.

ბრატისლავაში პირველი მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

გუნდებმა გოლი ვერც განმეორებითი შეხვედრის ძირითად დროში გაიტანეს.
ოვერტაიმში აჭარლები დაწინაურდნენ.
მაგრამ სკოვაკურმა კლუბმა მატჩის თავის სასარგებლოდ დასრულება მაინც მოახერხა.
საბოლოოდ, ის მატჩი სლოვანმა 2:1 მოიგო და ჯგუფურ ეტაპისკენ გზა გააგრძელა.

იბერიამ პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ორი მატჩის ჯამში ტალინის ფლორა დაამარცხა.
სტუმრად, იბერიამ 3:2 გაიმარჯვა, შინ კი 2:2 ითამაშა.
სლოვანი წლევანდელ გათამაშებაში ახლა ჩაერთვება. სლოვაკურ კლუბში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელის ვლადიმირ ცაიშის ეპოქა დასრულდა.  გუნდი წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა იაია ტურემ ჩაიბარა. ტურე სამწვრთნელო კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგავს.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ევროტურნირები