გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

კევინ კიგანი გარდაიცვალა

გააზიარეთ

75 წლის ასაკში ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი კევინ კიგანი გარდაიცვალა.

კიგანმა საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები ლივერპულში გაატარა. მან მერსისაიდულ კლუბთან ერთად 1976-77 წლის სეზონში ჩემპიონთა თასი მოიპოვა. იქამდე კი, ორჯერ უეფას თასი აღმართა. კიგანმა ლივერპულში 230 მატჩი ჩაატარა და 68 გოლი გაიტანა.

ლივერპულის შემდეგ კიგანმა კარიერა გერმანულ ჰამბურგში გააგრძელა. ინგლისელმა ჩემპიონთა თასის ფინალში გერმანული კლუბის მაისურითაც ითამაშა, მაგრამ ფინალში ნოტინგემ ფორესტთან წააგო. ეს იმ სეზონში მოხდა, ჰამბურგმა ორი მატჩის ჯამში (3:1; 3:2) თბილისის დინამო რომ გამოთიშა. კიგანმა მონაწილეობა ორივე შეხვედრაში მიიღო.

კიგანი ოქროს ბურთის მფლობელი ორჯერ 1978 და 1979 წლებში გახდა.

კევინ კიგანი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ნიუკასლს, ფულემს, ინგლისის ნაკრებს და მანჩესტერ სიტის წვრთნიდა.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ფეხბურთი