გამოგვიწერეთ

სხვა...

კვარაცხელიას გოლი და გამარჯვება ყირგიზეთთან

გააზიარეთ

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და თბილისში ყირგიზეთს 3:2 აჯობა.

გოლები ჯანო კვარაცხელიამ, ჯანიკო გიორგაიამ და გიორგი ჩიმაკაძემ გაიტანეს.

მატჩის დაწყებამდე, სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან ცქიტიშვილმა საქართველოს ნაკრებში ჩატარებული 100 თამაშის აღსანიშნავად, ირაკლი თოდუასა და შოთა თოფურიას სპეციალური 100-ნომრიანი მაისურები გადასცეს. თოდუამ მეასე შეხვედრა სლოვაკეთთან, ევრო 2026-ის პლეი ოფში ჩაატარა, ხოლო თოფურიამ სწორედ ყირგიზეთთან.

გუნდების მეორე ამხანაგური შეხვედრა 20 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შედგება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად სხვა...