გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

USA open-ზე მოსახვედრად სამი ქართველი იბრძოლებს

გააზიარეთ

აშშ-ს ღია პირველობის ძირითად ბადეში მოსახვედრად სამი ქართველი ჩოგბურთელი იბრძოლებს – ნიკოლოზ ბასილაშვილი, მარიამ ბოლქვაძე და ეკატერინე გორგოძე.

ბასილაშვილი პირველ წრეში სამხრეთკორეელ სეონ-ჩან ჰონგს შეხვდება, რომელიც ურეიტინგოა. ჩვენებური კი, მე-19 ნომრად არის განთესილი; გამარჯვების შემთხვევაში ნიკას მომდევნო მეტოქე ამერიკელ ჯეკ სეკორდსა და ავსტრალიელ ტრისტან სქულკეიტს უმჯობესი იქნება;

ბოლქვაძე ტურნირში რუს ერიკა ანდრეევასთან დაპირისპირებით ჩაებმება; ეკატერინე გორგოძის მეტოქე კი, მე-20 ნომრად განთესილ პოლონელია – კატარჟინა კავა.

გოგონები საქმეს 24 აგვისტოს შეუდგებიან, ხოლო ბასილაშვილი ხვალიდან დაიწყებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი