გამოგვიწერეთ

ქართული

ლუკა მაისურაძე ფინალშია

გააზიარეთ

მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის 2-გზის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე სარაევოს ღია პირველობის ფინალში გავიდა.

-90 კილოგრამში მაისურაძემ პირველი შეხვედრა ავსტრიის სახელით მოასპარეზე საიფ-ისლამ ისლამჰანოვთან მოიგო.
ლუკამ მეტოქეს ჯერ იუკო აუღო, შემდეგ კი ავასატა-იპონით (2 ვაზარი) გაიმარჯვა.

მეოთხედფინალში მაისურაძემ გერმანელ ვლადიმირ შტარკს იუკოსა და ვაზარის უპირატესობით სძლია.
ქართველმა ჯუდოკამ ნახევარფინალში რუსი მიხაილ იგოლნიკოვი დამატებით დროში იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ლუკა მაისურაძე გადამწყვეტ ორთაბრძოლას იტალიელ ჯაკომო განბასთან ჩაატარებს.

ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.

დღეს, ტურნირზე ირაკლი ბეროშვილიც (-81 კგ)!გამოდიოდა, თუმცა სამწუხაროდ, პირველივე წრეში დამარცხდა.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ქართული