
18 ივლისს, უმცროსი ბორჯღალოსნები 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით მატჩს ითამაშებენ. ვიტო კოლელიშვილის გუნდი მე-11 ადგილისთვის ქუთაისის „აია არენაზე“ ფიჯის შეერკინება.
მეცხრე ადგილის ნახევარფინალში იტალიასთან (19:43) მარცხის შემდეგ, გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ექვსი ცვლილებაა – სამი ხაზში და სამიც შერკინებაში.
ჰავბეკად თამაშს გიორგი ხონელიძე პირველად დაიწყებს, რომელიც ღერძზე მათე მახარაძეს შეუწყვილდება; ცენტრში უელსთან პირველი მატჩის შემდეგ ლეონიდე სალდაძე ბრუნდება, რომელიც დავით ბარბაქაძის მხარდამხარ ითამაშებს; ფრთაზე კი დათა არობელიძეს ვიხილავთ, რომელიც დამწყებთა შორის პირველადაა; მეორე ფრთაზე და ფულბეკად კვლავ ლუკა ტაბატაძე და ნიკა ხალვაში დადგებიან.
ორი ცვლილებაა შერკინების პირველ ხაზში, სადაც ადგილი გიორგი ტურაშვილმა შეინარჩუნა, კვაჭი გიორგი აღნიაშვილი მარქაფიდან დაწინაურდა, მარჯვენა ბურჯი ლევან ეზიეშვილი კი, სამხრეთ აფრიკასთან მატჩის შემდეგ ბრუნდება; უცვლელი დარჩა მეორე ხაზის წყვილი – გიორგი მეფარიშვილი და დავით ბარამია; მესამე ხაზში დამწყებთა შორის პირველადაა გიორგი არძენაძე, ხოლო გუნდის კაპიტანი ლუკა ნარსია და მიხეილ შიოშვილი ზედიზედ მეხუთე თამაშს იწყებენ.
ფიჯისთან მარქაფაში ხუთი მორკინალი და სამი ხაზის მოთამაშე გვეყოლება. ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველ თამაშს ჩაატარებს კვაჭი ნიკა ღარიბაშვილი, ბურჯებს კი, საბა ნოზაძე და გაბრიელ რაზმაძე შეცვლიან; მეორე ხაზის შეცვლაზეა ნიკოლოზ ჩხორთოლია, ხოლო მესამე ხაზში გიორგი ზაზაძე შევა; მარქაფაში გადაინაცვლეს ჰავბეკმა თემურ ძოძუაშვილმა და ცენტრმა დათა ახვლედიანმა; დემეტრე დევდარიანმა კი, 23-კაციან განაცხადში ადგილი შეინარჩუნა.
ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე საქართველოს ფიჯისთან აქამდე ორჯერ უთამაშია, ორივეჯერ მეცხრე ადგილის ნახევარფინალში და დაძაბულ მატჩებში ორივეჯერ ოთხქულიანი სხვაობით იმარჯვა: 2019 წელს 12:8 და 2024 წელს – 40:36.
წლევანდელ ჩემპიონატში ფიჯი საფრანგეთთან (15:45) და ავსტრალიასთან (17:53) დამარცხდა, ჯგუფის დასკვნით მატჩში კი ესპანეთს (29:26) სძლია. კუნძულელებმა მეცხრე ადგილის ნახევარფინალში ირლანდიასთან (19:24) წააგო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ხაზი: ნიკოლოზ ხალვაში, ლუკა ტაბატაძე, ლეონიდე სალდაძე, დავით ბარბაქაძე, დათა არობელიძე, მათე მახარაძე, გიორგი ხონელიძე;
შერკინება: გიორგი ტურაშვილი, გიორგი აღნიაშვილი, ლევან ეზიეშვილი, გიორგი მეფარიშვილი, დავით ბარამია, გიორგი არძენაძე, ლუკა ნარსია, მიხეილ შიოშვილი;
მარქაფა: ნიკა ღარიბაშვილი, საბა ნოზაძე, გაბრიელ რაზმაძე, ნიკოლოზ ჩხორთოლია, გიორგი ზაზაძე; თემურ ძოძუაშვილი, დემეტრე დევდარიანი, დათა ახვლედიანი.
იხილე მეტი
-
რაგბი
/ 20 საათის agoშავი ლომი ჩელენჯ თასისთვის დაირაზმა
გააზიარეთშავი ლომის მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა, ჩელენჯ თასის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ჩვენი გუნდი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ტანვარჯიში
/ 1 დღის agoგობაძე და სხილაძე მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ
გააზიარეთქართველმა სპორტულმა ტანმოვარჯიშემ, ანი გობაძემ, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მსოფლიო ტანვარჯიშის ფედერაციამ დაადასტურა,...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 1 დღის agoმანუჩარ მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
გააზიარეთმანუჩარ მარკოიშვილი თურქული გალათასარაის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. ქართველ სპეციალისტს სტამბოლში უკრაინელი სერგეი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი