
ჩილესთან 18 ივლისს, 21 საათზე სანტიაგოში გასამართი მატჩის წინ ბორჯღალოსნების კაპიტანი დავით ნინიაშვილი მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის, ერთა თასის განვლილ ორ მატჩს აფასებს და ჩილესთან დაპირისპირების შესახებ საუბრობს.
დავით ნინიაშვილი:
„პირველი თამაში ყოველთვის გვიჭირს და ასე იყო ურუგვაისთან, მაგრამ სამოასთან თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ. ჩემი აზრით, ამ ტურნირზე საუკეთესო გუნდთან, ჩვენი თამაში ვაჩვენეთ, როგორც შერკინებაში, ასევე – ხაზში. ურუგვაისთან ბევრი შეცდომა გვქონდა, რისი დიდი ნაწილიც გამოსწორდა და შედეგიც სახეზეა…
ურუგვაისთან ცენტრში ვითამაშე. კლუბში 13 ნომერზე თამაში ორჯერ მომიწია და ჩემთვის უცხო პოზიცია არ იყო. მიყვარს პოზიციების ცვლა – ახალის ძიება, ახალის ცდა და ვფიქრობ, ყვითელი ბარათის მიუხედავად, თავი ნორმალურად გავართვი. შეიძლება საუკეთესო თამაში არ მქონდა, მაგრამ ყოველთვის ღია ვარ ახალი გამოცდილების მისაღებად…
23 წლისას ნაკრებში უკვე 50 კეპი მომიგროვდა. ნაკრებში მოხვედრა და ბორჯღალოსნების კვართით თამაში, ყველასთვის ძალიან დიდი ოცნებაა. ეს ოცნება რამდენიმე წლის წინ ავიხდინე და დღეს უკვე 50 თამაში მაქვს ჩატარებული ჩემი სამშობლოსთვის. ეს ძალიან დიდი სიხარულია და ამ ყველაფრით ბედნიერი ვარ…
ნაკრებში ახალი მწვრთნელი გვყავს, მაგრამ ქართული რაგბი არ შეცვლილა. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ჩვენი ძლიერი მხარე შერკინებაა და ეს შევინარჩუნეთ. დიდი ცვლილება არ მომხდარა და რაც ჩვენს სისხლშია, იმ სისტემაზე აეწყო ახალი მწვრთნელიც, რომელსაც საკუთარი ხედვა აქვს და მე ბევრს ვერაფერს ვიტყვი…
სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე ჩვენი მიზანი სამი მოგება იყო. მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოდან, ოჯახებიდან და გულშემატკივრიდან შორს ვართ, ვცდილობთ კარგი და დადებითი თამაშები ვაჩვენოთ. ურუგვაისთან ხარისხი კარგი არ იყო, მაგრამ გავიმარჯვეთ. სამოასთან თამაშის უკეთესი ხარისხი გვქონდა და ვეცდებით, ჩილესთან კიდე უფრო უკეთესი თამაშით მოვიგოთ. ეს სეზონის ბოლო თამაშია და გამარჯვებასთან ერთად, ვეცდებით თამაშით სიამოვნებაც მივიღოთ…
მსოფლიო რაგბის ერთა თასი ძალიან საინტერესო ტურნირია. აქ ისეთი გუნდები ვართ, რომლებიც სხვადასხვა სტილის რაგბს ვთამაშობთ და ერთმანეთს განვითარებაში ვეხმარებით. შეიძლება ბევრი მეორე დივიზიონის ტურნირად აღიქვამს, მაგრამ დაძაბული მატჩები გვაქვს, რაც ჩვენი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, როდესაც ტიერ 1-ის გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა მოგვეცემა, ამისთვის მზად ვიქნებით და მსოფლიო თასსაც კარგ კონდიციებში შევხვდებით”.
იხილე მეტი
-
რაგბი
/ 20 საათის agoშავი ლომი ჩელენჯ თასისთვის დაირაზმა
გააზიარეთშავი ლომის მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა, ჩელენჯ თასის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ჩვენი გუნდი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ტანვარჯიში
/ 1 დღის agoგობაძე და სხილაძე მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ
გააზიარეთქართველმა სპორტულმა ტანმოვარჯიშემ, ანი გობაძემ, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მსოფლიო ტანვარჯიშის ფედერაციამ დაადასტურა,...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 1 დღის agoმანუჩარ მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
გააზიარეთმანუჩარ მარკოიშვილი თურქული გალათასარაის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. ქართველ სპეციალისტს სტამბოლში უკრაინელი სერგეი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი