გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

ლიონელ მესი კაფუს რეკორდს გაიმეორებს

გააზიარეთ

19 ივლისს, ლიონელ მესი  ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდება, ვისაც მსოფლიოს ჩემპიონატის სამ ფინალში ექნება ნათამაშები.

აქამდე სამჯერ ფინალში ბრაზილიელმა კაფუს უთამაშია – 1994, 1998 და 2002 წლებში. აქედან ორში, 1994 და 2002 წლებში კაფუ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 1998 წლის ფინალში კი, საფრანგეთთან წააგო.

მესი მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს და ფინალში 2014, 2022 და 2026 წლებში გავიდა. 2014 წელს არგენტინამ ფინალი გერმანიასთან (0:1) დამატებით დროში დათმო, ხოლო 2022 წელს საფრანგეთს (3:3) პენალტების სერიაში მოუგო.

გეტყვით იმასაც, რომ მესი ორჯერ გამხდარა მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ფეხბურთელი და თუ წელს იმავეს მესამედ მოახერხებს. ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი ექნება.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები