გამოგვიწერეთ

ძიუდო

ეთერ ლიპარტელიანს ლოზანადან ოქრო მოაქვს

გააზიარეთ

ლოზანაში ძიუდოისტთა გრან პრი პირველ დღეს ქართული ჰიმნი დაიკრა. ეთერ ლიპარტელიანი მორიგი პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ლიპარტელიანმა (57კგ) ოქროსკენ მიმავალ გზას თურქმენი მაისა მაისა პარდიაევას ძლევით დაიწყო; შემდეგ იყო ფინელი ფილია მატიკანენი და იტალიელი ჯულია გარნა; საუკეთესო ოთხეულში კი ზედიზედ ორ ფრანგთან მოუწია დაჭიდება: ნახევარფინალში მარტა ფავაზი დაამარცხა, ფინალში კი, სარა სისიკეს ლამაზი ილეთით დასცა.

ამავე წონაში ნინო ლოლაძემ იაპონელ აიამი ტაკანოსთან პირველივე წრეში წააგო. სტარტზე გამოეთიშნენ 66 კილორამამდე მოჭიდავე ვაჟებიც: თორნიკე გიგაური მონტენეგროელ იუსიფ ნურკევიჩთან და ვაჟა მარგველაშვილი ებრაელ მატან კოკოლაევთან.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ძიუდო