გამოგვიწერეთ

სხვა...

მეტოქეები ცნობილია – იანვრიდან რიგაში

გააზიარეთ

საქართველოს ფუტზალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ რომ იასპარეზებს არახალი ამბავია. ავთანდილ ასათიანის გაწრთვნილმა გუნდმა ეს საპატიო უფლება საპლეიოფო ორ მატჩიან დაპირისპირებაში სლოვაკეთის ნაკრების ძლევით მოიპოვა.

დღეს კი წილისყრამ, რომელიც ლიეტუვაში, ქალაქ კაუნასში შედგა მეტოქეებიც გვარგუნა. ჩვენი გუნდი A ჯგუფში მოხვდა და ურთიერთობის გარკვევა საფრანგეთის, ხორვატიის და ლატვიის წინააღმდეგ მოუწევს. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობას ფუტზალში 2026 წლის  27 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სამი ქვეყანა – ლატვია, სლოვენია და ლიეტუვა უმასპინძლებს, ხოლო საქართველოს ნაკრებს თამაში რიგაში მოუწევს.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჩვენი ფუტზალის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მეორედ ითამაშებს. 2022 წელს მაშინაც ავთანდილ ასათიანის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები 1/4 ფინალში გავიდა და საბოლოოდ რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

სხვა ჯგუფები კი ასე გამოიყურება:

B ჯგუფი – ლიეტუვა, სომხეთი, ჩეხეთი, უკრაინა

C ჯგუფი – სლოვენია, ბელარუსი, ესპანეთი, ბელგია

D ჯგუფი – იტალია, უნგრეთი, პორტუგალია, პოლონეთი

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად სხვა...