გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

პირველი ქართველი – ეს მხოლოდ დასაწყისია

გააზიარეთ

ლივერპული კარაბაოს თასის 1/8 ფინალშია და ამაში თავისი წვლილი გიორგი მამარდაშვილმაც შეიტანა. ქართველი მეკარის ოფიციალური დებიუტი ინგლისურ გრანდში სწორედ თასზე შედგა, სადაც ლივერპულმა ენფილდზე საუთჰემპტონს 2:1 მოუგო.

საქართველოს ნაკრების კიპერმა ორი სეივი მიითვალა და ზოგადადაც მოედანზე დამაჯერებლად გამოიყურებოდა. საუთჰემპტონის მიერ გატანილ გოლში კი მას ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ.

მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში საკუთარ დებიუტს ინსტაგრამზე დაწერილი პოსტით გამოეხმაურა.

„უზომოდ ბედნიერი ვარ. ეს განსაკუთრებული მომენტია ჩემს ცხოვრებაში. ამაყი ვარ, რომ გავხდი პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ დიდებულ და ლეგენდარულ კლუბში ითამაშა. ვიცი, რომ ეს ჩემი ქვეყნისთვის და ოჯახისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და ეს მხოლოდ დასაწყისია“ – წერს მამარდაშვილი.

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ფეხბურთი