გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

რომელ ადგილზე გაიყვანეს კვარა მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბებში?

გააზიარეთ

ფეხბურთის ცნობილმა პორტალმა Sportbible-მა მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბების ტოპ ათეული შეადგინა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია არა მხოლოდ მოხვდა, არამედ რეიტინგის სათავეშიც მოექცა.

გამოცემის შეფასებით, ქართველმა ვარსკვლავმა გასული სეზონი გამორჩეულად ჩაატარა და პარი სენ-ჟერმენის ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა გახდა. აღსანიშნავია, რომ კვარა პარიზულ კლუბს სეზონის მიმდინარეობისას შეუერთდა, თუმცა დროში მცირე მონაკვეთის მიუხედავად, დიდ გავლენას ახდენდა როგორც შიდა ჩემპიონატში, ისე საერთაშორისო არენაზეც.

„კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე შეუჩერებელი იყო – მისმა თამაშმა გადამწყვეტი როლი ითამაშა პსჟ-ის მიერ ოთხი ტიტულის მოპოვებაში. მან მოკლე დროში დაამტკიცა, რომ ტოპ დონეს ეკუთვნის,” – ვკითხულობთ Sportbible-ის შეფასებაში.

რეიტინგში კვარაცხელიას შემდეგ მეორე პოზიციაზე ვინისიუს ჟუნიორი აღმოჩნდა, ხოლო მესამე ადგილი რაფინიამ დაიკავა. ოთხეულს ნიკო უილიამსი ასრულებს, მეხუთე ადგილს კი ხვიჩას თანაგუნდელი ბრედლი ბარკოლა იკავებს.

დანარჩენი პოზიციები ასე გადანაწილდა:

6. კოდი გაკპო

7. ლუის დიასი

8. რაფაელ ლეაუ

9. ენტონი გორდონი

10. მარკუს რაშფორდი

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები