გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ცნობილია, როდის გამართავს ლივერპული პირველ ოფიციალურ თამაშს

გააზიარეთ

ლივერპულმა 2025/26 წლების სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპი წარმატებით დაასრულა. მერსისაიდელებმა ბოლო ამხანაგურ მატჩში „ენფილდზე“ ბილბაოს ატლეტიკს უმასპინძლეს და დრამატულ შეხვედრაში 3:2 დაამარცხეს.

ენფილდზე დებიუტი ჰქონდა გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც ორი მნიშვნელოვანი ბურთი მოიგერია და ზოგადად დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა.

„წითლების“ პრესეზონური პროგრამა ამ მატჩით დასრულდა და გუნდი ახლა ოფიციალური შეხვედრებისთვის ემზადება.

მამარდაშვილს პირველი გამოცდა უკვე 10 აგვისტოს ელის – ინგლისის სუპერთასის დაპირისპირებაში ლივერპული კრისტალ პალასს დაუპირისპირდება. რაც შეეხება პრემიერ ლიგის სტარტს, ლივერპული 15 აგვისტოს ბორნმუთს ეთამაშება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი